11
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ემანუელ მაკრონს
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ფრანგი ხალხისა და საფრანგეთის მიმართ.
პარიზში კოსმოსურ კონფერენციაზე, პირადად თქვენს მიერ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს არალეგიტიმური,რუსი ოლიგარქ–დიქტატორის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერ–მინისტრის კობახიძის მიწვევა , წარმოადგენს ბარიკდებზე მდგომი ქართველი ხალხისათვის კიდევ ერთხელ სულში ჩაფურთხებას.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, რომ რუსულ შავბნელ ტირანიასთან ბრძოლის უმძიმეს წლებში თქვენ და თქვენი მთავრობა ყოველმხრივ მხარს უჭერდით პროპუტინისტურ დიქტატურას, არ დაუწესეთ მას სანქციები ჩადენილი უმძიმესი, ადმიანის უფლებათა ხელყოფისა და დემოკრატიის განადგურების გამო, უფრო მეტიც შეუნარჩუნეთ ტირანს უკანონოდ მოპოვებული საფრანგეთის მოქალაქეობა და შესაბამისმა თქვენმა ორგანოებმა არ აგებინეს პასუხი ანგოლაგეითზეც კი, სადაც ივანიშვილი ორგანიზატორი იყო ერთი მილიარდი რუსული იარაღის კონტრაბანდულად შეტანაზე აფრიკულ კვეყანაში, იმ ომისთვის, რასაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ესეც არ იკმარეთ და როტშილდების , 30 მილიარდი ევროს მფლობელ პინოს და სხვათა ლობირებით რუს ოლიგარქ დიკტატორს, 2021 წელს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის წოდებაც მიანიჭეთ. შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოსთვის საამაყო ფრანგი პრეზიდენტები, დე გოლი, ჟორჟ პომპიდუ, ფრანს მიტერანი თუ ჟაკ შირკიც, შეიძლება ფინანსდებოდნენ მსხვილი კორპორციებისგან , მაგრამ მათ დემოკრატიისთვის არ უღალტიათ, არ მიუტოვებიათ თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხები კაციჭამია დიქტატორებთან და არ გამხდარან მილიარდერთა მონები.
ვწუხვართ რომ მოძმე ფრანგ ხალხს ასეთი პრეზიდენტი ყავს. სხვა მხრივ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ პროპუტინისტი დიქტატორი ივანიშვილი და მისი ბანდა. თუმცა არ მგონია რომ მათგან რაიმე მორალურ—- ზნეობრივი დივიდენდები შეიძლება მიიღოთ ან თქვენ და მით უფრო ჩვენმა მეგობარმა და საოცნებო ქვეყანა საფრანგეთმა.
უდიდესი პატივისცემით ფრანგი ხალხისადმი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი
საერთაშიროსო alia.ge