WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა თავისი მრჩეველი საგარეო საკითხებში, ლუკა ეხვაია.

ლუკა ეხვაიას, - ტიკტოკ არხის, „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელს, სხვადასხვა დროს ეკავა პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციები.

  • ლუკა ეხვაია აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას მიიჩნევს „დიდ ნაბიჯად დეკოლონიზაციის გზაზე“;
  • ის თვლის, რომ საჭიროა, საქართველო რეგიონულ „3+3“ ფორმატში ჩაერთოს;
  • 2025 წლის აპრილში აცხადებდა, რომ ფიქრობს, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს მზაობა, რომ აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით არ შეიცვლებოდა.
  • იგი ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში 2025 წლის პირველ ნახევარში დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ლუკა ეხვაია არის საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტი.

  • „მას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი.
  • „იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი“, - წერია 14 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყაველაშვილის მრჩეველის პოზიციაზე საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ლუკა ეხვაია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 6424 ლარს იღებდა ანაზღაურების სახით.