WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენებს და კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“.

  • ალტერნატიული მარშრუტების განხილვა გამოწვეულია „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებით. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.
  • „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.
  • კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში.