ყაზახეთის მონაცემებით, აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

12 hours ago 2

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ აქთაუსთან დღეს, 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია.

ამავე სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის და 3 - ყირგიზეთის.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტზე დაყრდნობით წერს, რომ ნისლის გამო, ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტისკენ გაუშვეს.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.

სრულად წაკითხვა