საქართველო-რუსეთის საზღვართან, ყაზბეგში, დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება“.
ევაკუაციის გამო „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან მოქალაქეები, დასაქმებული პოლიციელები, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები და კომპანიის წარმომადგენლები გაიყვანეს. გარდა ამისა, სოფელ გველეთთან ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერებულია.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ „საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“.
radiotavisupleba ახალი ამბები