,, ყველა ადგილი მახსოვს, რომელი დარბევის დროს სად წავიქეცი, სად ჩავიკეცე, სად მივეყუდე…” – ვახო სანაია

2 weeks ago 7

ჟურნალისტი ვახო სანაია:

,,იცით, როგორ მიყვარს რუსთაველის პროსპექტი. დარბევებმა უფრო შემაყვარა. ერთი მტკაველი არ არის, რამე მოგონება არ მაკავშირებდეს; ერთი კუთხე-კუნჭული არ არის, რამე არ მახსენდებოდეს; ერთი შენობა არ არის, რამე არ მაგონდებოდეს. განსაკუთრებით ეს მონაკვეთი – პირველი სკოლიდან რუსთაველის თეატრამდე. ზედა და ქვედა პატარა ქუჩების ჩათვლით. ყველა ადგილი მახსოვს, რომელი დარბევის დროს სად წავიქეცი, სად ჩავიკეცე, სად დამასველა ჭავლმა, სად მივეყუდე, კვალმში გახვეულმა და გაგუდულმა სად ამოვყავი თავი; სად ვინ მომაწოდა რძე, სად ვინ ჩამაწვეთა ფიზიოლოგიური ხსნარი და საერთოდ, ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს.

ერთი სიტყვით, ხომ ისედაც მიყვარდა რუსთაველი, რადგან საკრალური ადგილია, რამეზე ვბრაზდებით თუ გვიხარია, მანდ გავრბივართ და ვდგებით, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მაგრად შემიყვარდა.”

სრულად წაკითხვა