,, ყველა არასწორი და არაფრისმთქმელი შეკითხვა ჩრდილს აყენებს სამშობლოსთვის თავგანწირულ მეომართა მარადიულ ხსოვნას“ – გია ყარყარაშვილი წულუკიანის კომისიაზე

2 days ago 6

2

გენერალი გია ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში წულუკიანის კომისიის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

,,ომის შემსწავლელი კომისია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მოსმენითა და საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალზე პასუხებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ 2004-2008 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების შესწავლით, რომლის ძირითად ამოცანას წინააღმდეგობების და მოსალოდნელი საფრთხეების დროულად განეიტრალება და მათგან სამხედრო ძალით თავდაცვა წარმოადგნს. სწორედ წინააღმდეგობების დაძლევის უნარით ფასდება ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოები.

იმისათვის, რომ ომის შემსწავლელი კომისიის სხდომები სანახაობად არ გადაიქცეს, აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს მოწვეული რესპონდენტების სია და მომზადდეს კვალიფიციური კითხვების ნუსხა.

ყველა არასწორი და არაფრისმთქმელი შეკითხვა, ისევე როგორც სხდომებზე დაბარებული არაკომპეტენტური რესპონდენტების არაკვალიფიციური პასუხები, აზიანებს როგორც თავად კომისიის იდეას, ისე სამხედრო მუნდირის ღირსებას და ჩრდილს აყენებს სამშობლოსთვის თავგანწირულ მეომართა მარადიულ ხსოვნას.“

სრულად წაკითხვა