,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე:
,,ოზურგეთის საკრებულოში ჩვენმა ადგილობრივმა ლიდერებმა გააპროტესტეს სასტიკად ნაწამები ადამიანები – დასახიჩრებული ახალგაზრდების ფოტოსურათები მიიტანეს საკრებულოში და მოითხოვეს, რომ სოლიდარობა გამოეხატათ ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებს.
და რა მოხდა ამ დროს?! – დახიეს, დაგლიჯეს ფოტოსურათები, იქცეოდნენ არაადეკვატურად და სოლიდარობის ნაცვლად გავეშებულები დაეტაკნენ ჩვენს წარმომადგენლებს!
არ გაინტერესებთ რის ფასად აკეთებენ ამას?! – ფულის!!! მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო!
ხელფასები გაიზარდეს დღევანდელ სხდომაზე და 8000 ლარამდე ექნება ოზურგეთის მერს ხელფასი. ყველა, ვინც ყვიროდა, აგრესიული იყო და “აპრავებდა” წამებას, ხელფასი ემატებოდა დღეს…
აი ასე, პირდაპირ პროპაგანდაში უხდიან ფულს და უწერენ პრემიებს!
მადლობა და ყოჩაღ ჩვენს ლიდერებს ოზურგეთში, რომ აჩვენებენ ადგილობრივებს ივანიშვილის პარტიის წევრების რეალურ სახე”