ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გამომცემლობა “The New York Times”-სთან ინტერვიუში დაფიქსირებულ პოზიციაზე, როცა აღნიშნა, რომ ,,რუსები მშვიდობისმყოფელად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ… რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ”:
,,ეს ყველა ქართველის განადგურებაზე მოაწერს ხელს რუსების მითითებით. ესაა ღალატის ნორმალიზება.
ყველა თავმოყვარე ქვეყანაში ეს ბოროტი რეგვენი ან ციხეში ეგდებოდა ან ნაგვის ყუთში იქნებოდა ჩატენილი’’, – წერს ლაშა ბუღაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე