“ყველა კაცი არაა ძლიერი და კაცური, ზოგი კაცი მოწყვლადია, სუსტი ფსიქიკა აქვს, ნერვები…” – ვიკა ბუკია

1 hour ago 1

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სატირულ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

დღეს ვზივარ 388 ნომერში. ყვირის ასაკოვანი ქალი: კალაძემ როგორ გაუშვა ციხეში 4 შვილის დედა ბანერის მიჯღაპვნის გამოო. დგებუაძემ წითელი ლოყის გამო როგორ წაიქცია თავიო. დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი. რანაირი კაცები არიანო, გადაჯიშდა ქართველი კაციო, ეს რას მოვესწარიო. ჩემი ქმარი ქალს სილის გაწვნის გამო ციხეში გაუშვებდაო?! ან ბანერის მიჯღაპვნა ასე როგორ უნდა გეწყინოს ნორმალურ, ჯანსაღ, თავმოყვარე კაცს – 4 შვილის დედა ციხეში გაუშვა მაგის გამოო. აწი მაგას ვერ ჩამოირეცხავსო. მაგ სირცხვილსო. ლაჩრებიო, ჩმორებიო, რეები არ ეძახა ცალკე კახის და ცალკე დგებუაძეს. რა ქვეყანაში ვცხოვრობთო, კაცები ქალებს აჭერინებენო. რანაირი კაცები არიანო..

ვერ მოვითმინე, შენიშვნა მივეცი, ყველა კაცი არაა ძლიერი და კაცური მეთქი, ქალბატონო. ზოგი კაცი მოწყვლადია, სუსტი ფსიქიკა აქვს, ნერვები და საერთოდ, სადმე წერია რომ ყველა კაცი მამაცი უნდა იყოს და ღირსეული მეთქი? გასაგებია, რომ 4 შვილი დედაა ელენე, მაგრამ ძალიან საწყენია ლამაზ სახეს (რომელშიც ამდენი ქირურგიული პროცედურა ჩადეს) რომ ახატავენ რქებს მეთქი. კახა გულჩვილია, ემოციური და ნაზი ბუნების მეთქი და ეს გამოარჩევს მას უმრავლესობიდან მეთქი. ხმა ჩაიგდო!!!

სრულად წაკითხვა