"ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის" - გდდ-ის ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი

2 days ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა გამოცემა "BILD"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი საჯარო სამსახური არ არსებობს, ქართული უშიშროების უწყებები კრემლის კონტროლის ქვეშ არიან და ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის.

"ბოდიში მოვიხადე - 22 წელი ვფიქრობდი, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ ოლიგარქების კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე - სახელმწიფოს" - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც თავად ამბობს, თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახის წევრების და მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

სრულად წაკითხვა