ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას – შალვა პაპუაშვილი

1 month ago 28

წაკითხვა: 8

ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ, რასაც მხარს უჭერენ, უნდათ, რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეს ქართველი ხალხი ხედავს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

„რაც შეეხება არჩევნებს, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით, რომელიც Le Figaro-ს მიერ ჩატარდა, საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა