საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF), 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სია გამოაქვეყნა, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. ფაქტს მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით ეხმაურება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:
„დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა “დიდი დანაშაული”, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედია საშულებები.
მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? შემთხვევით იმ ტელევიზიებს ხომ არ გულისხმობენ, რომლებიც ოპოზიციად წოდებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს და აგენტურას ემსახურებია, ხან რევოლუციას გვინონსებენ, ხან დეზინფორმაციის ნიაღვარს აფრქვევენ ან სულაც პანიკას სთესენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც რომ თავისუფლად მუშაობენ?
ყველაზე დიდი უტიფრობა კი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა.
ტყუილების ტირაჟირებით თავის აგენტურას კი ახლისებენ, თუმცა ჩვენც ყოველ ჯერზე „დიფ სთეითის“ მხილება არ შეგვეზარება, გინდა „რეპორტიორები საზღვრის გარეშედ“ შეინიღბონ და გინდა ჯადოსნურ დემოკრატიად”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

                        20 hours ago
                        5
                    
    
    
    





                        English (US)  ·       
                        Georgian (GE)  ·