WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ყველაზე მეტად ის მაოგნებს, რომ ამ სამარცხვინო “სასამართლოს” ფონზე არ ისმის სტუდენტების ხმა” – ანდრო ბარნოვი

ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრო ბარნოვი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს სტუდენტებთან მიმართებით:

“ყველაზე მეტად ის მაოგნებს, რომ ამ სამარცხვინო “სასამართლოს” ფონზე არ ისმის სტუდენტების ხმა.

ასეთი ინდიფერენტიზმი, უიდეობა, ნაჭუჭში ჩაკეტილობა – რასაც დღევანდელ ახალგაზრდა თაობაში ვხედავთ, არასოდეს გვინახავს. უნივერსიტეტის პრობლემებზეც კი უჭირთ ხმის ამოღება, არათუ – საქვეყნო საკითხებზე.

ნუთუ, ვერ გრძნობენ, რომ ეს მათი ქვეყანაა? რომ ხვალინდელი დღე მათია? არ მესმის, ასე როგორ ჰკიდიათ ყველაფერი ფეხებზე🙁“, – წერს ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში.

“ყველაზე მეტად ის მაოგნებს, რომ ამ სამარცხვინო “სასამართლოს” ფონზე არ ისმის სტუდენტების ხმა” – ანდრო ბარნოვი
პარალელი