„ყველაზე პატარა 4 თვის იყო“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა?

1 day ago 3

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა.მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ხუთივე ბავშვი დაიწვა. არ ვიცი ცეცხლი როგორ გაჩნდა, ნავთი ჩაასხეს თუ ბენზინი, არ ვიცი. ბებია იყო სახლში, დედა საავადმყოფოში იყო თურმე, ზუგდიდში“, – ამბობს ადგილობრივი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

სრულად წაკითხვა