ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით:
“კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც წლებია თანამოქალაქებს “გვარწმუნებენ”, რომ ევროპა და ამერიკა „გარყვნილების ბუდეა“ და იქ ყველა აუცილებლად „გეი გახდება და გათხოვდება“.
თუ მართლა ასე ფიქრობთ, რატომ ყიდულობთ იქ სახლებს? რატომ აგზავნით შვილებს სასწავლებლად?
რატომ მკურნალობთ ევროპისა და ამერიკის კლინიკებში? რატომ აჩენენ თქვენი ოჯახის წევრები შვილებს სწორედ იმ ქვეყნებში? თუ იქ ცხოვრება ასეთი საშიშია, რატომ ანდობთ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს?
თუ პრაიდები, ლიბერალური ღირებულებები და მრავალფეროვანი საზოგადოება მართლაც ისეთ საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც აქ ყოველდღე გვიხატავთ, ეს საფრთხე მხოლოდ სხვის შვილებს ეხებათ? თქვენსას – არა? ამ გაგანია პრაიდების დროს რას მოგზაურობთ ამ “გარყვნილების ბუდეში”?
თუ არსებობს რაღაც საიდუმლო ვაქცინა, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ, გაუზიარეთ მათ ვისზეც დარდობთ. თუ არ არსებობს, მაშინ იქნებ ერთხელ მაინც გულწრფელად თქვათ, რომ ამ თემას პოლიტიკურ იარაღად იყენებთ და არა იმიტომ, რომ რეალურად გჯერათ იმის, რასაც ყოველდღე ამბობთ.
ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას ასწავლის, რისიც თავად არ სჯერა“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

7 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·