WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პროევროპული აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტმა, სერგო ყანჩელმა საქართველო დატოვა და სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს განაცხადა, რომ იგი პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, წამებისა და სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი გახდა:

“გამარჯობა მეგობრებო,
წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც.

სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ.

მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაცრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკედრზე და სხვა სხეულის ნაწინელებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი.

მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ “აკაცუკად” და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.

ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.

რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამინების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული.

ცალკე უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო ნათია თოხაძეს და ქეთი შარტავას დახმარებისა და გვერდში დგომისთვის ამ საშინელ და ტკივნეულ პერიოდში“, – წერს სერგო ყანჩელი.