საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვის სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია გააძევა. მოსამართლემ თქვა, რომ გვარამიამ „ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა“.
„გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი არ არის სხდომათა დარბაზში“, - უთხრა ნადარაიამ გვარამიას.
„„თქვენი ადგილი სასამართლო სხდომათა დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის!.. სამარცხვინო კაცი ხარ! მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ ამაზე“, - უპასუხა გვარამიამ.
„უზრდელი!.. ემუქრები სასამართლოს“? - თქვა ნადარაიამ.
ამ კონფლიქტის შემდეგ ნიკა გვარამიას თანაგუნდელმა თენგო თევზაძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა, სხდომის თავმჯდომარემ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„ყველანი ხართ თანასწორები, მაგრამ არ უნდა ბატონ გვარამიას თანასწორობა. ყველაფერთან აქვს [პრობლემა]: ზრდილობის; სასამართლოსთან ქცევის, საუბრის...“ - უთხრა ნადარიამ თევზაძეს და შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები