სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, ორბელიანების სასახლისკენ მიემართება. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტმა, მხოლოდ ის თქვა, რომ მიდის სამსახურში.
“ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში, ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.