5
“კოალიცია ცვლილებებისთვის” პოლიტსაბჭოს და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი, რომელსაც “ტიტუშკების” ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, სოციალურ ქსელში, წერს:
მაშ ასე, მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი:
ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში.
პირველ რიგში – მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის; არ დაგიმალავთ და ეს ყველაზე სასიამოვნო ჩემი ყოფილი მოსწავლეებისგან იყო. და კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს ამ მადლიან პროფესიას, რომ არც საჩინო ბარათაშვილზე გაკვეთილს, არც ციხეში, მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის ნაჩვენებ ფილმს “მკვდარი პოეტების საზოგადოება” და არც მოსწავლეებთან ერთად შატალოზე წასვლას ჩაუვლია უკვალოდ.
ფიზიკური ტკივილი უკან დაიხევს, ავიტან ნაიარევს, გავაგრძელებ ბრძოლას.
ვიღაცებმა ჩემს ირგვლივ თავი ძალიან შეირცხვინეს(თ), მაგრამ ჩემთან შერცხვენას არაუშავს შვილების, ქვეყნის, ერისა და ისტორიის წინაშე…
ჩემი სოლიდარობა ყველა დაშავებულს, თავისუფლებისთვის ნაწამებ ყველა პოლიტპატიმარს.
ჩემი მადლიერება და სოლიდარობა ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ჩემი სოლიდარობა ყველა დაშავებულ პატრიოტ მოქალაქეს.