რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიები მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ იუწყებიან.
აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და პერევალონოეში, სადაც 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის საბრძოლო მასალის საწყობი იწვის და ფეთქდება. კრიმსკი ვეტერის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანები დიდი რაოდენობით გადაადგილდნენ სიმფეროპოლიდან იალტის გზატკეცილზე.
არსებული ინფორმაციით, ყირიმის პერევალნოეში საწყობების დაწვისა და აფეთქების შედეგად რუსული ჯარის პირად შემადგენლობაში არის მსხვერპლი.