1
პატიმარი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ვახო სანია კი არ დააკავეს,
არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას,
ვინც განსხვავებულად ფიქრობთ!
როდემდე ვაპირებთ ასე ჩმორად
ყოფნას?! როდემდე უნდა „მივაჯირყვნინოთ“
თავი ივანიშვილს?! როდემდე ვაპირებთ
ამის მოთმენას?! კახეთის ქორწილში
რუსების “დაშარდება” იყო გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს რეჟიმი !!
ყოველ დღე „გაწუწებენ“
თავზე! ყოველ დღე გვაფურთხებენ
და აქედან მხოლოდ ლაყბისტები
და კომენტატორები ვპასუხობთ.
ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემე ვაპირებთ ასე ცხვრებივით
ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ
სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ!
დუმილით და უმოქმედობით ყველა
თანამონაწილე ხართ ამ რეალობის!
ყველა ვინც შიშით, ჩმორობით ეგუებით მონობას, არაფრით ნაკლებები ხართ რეჟიმზე! დუმილი დანაშულია!
ახლა ტელევიზიებს “ააჭრელებენ” “კასტუმიანი” პოლიტ-კომენტატორები და ნასწავლი სახეებით დაგვარიგებენ ჭკუას. ამასობაში, ჰალსტუხზე “ლატე” არ დაგეღვაროთ. ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა. სოლიდარობა აფახაზეთიდან დევნილ უნიჭიერეს და თავისუფალ კაცს – ვახო სანაიას!“

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·