წაკითხვა: 2
თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ნუგზარ ფოფხაძის პარტიულ კარტელს” სურვილი გაუჩნდა სიტუაციის აყირავების და სათავეში მოსვლის და ზოგიერთ სასარგებლო იდიოტთან და ღარიბაშვილის კარტელთან ერთად გადაწყვიტეს “რუსული შავრაზმული” გეგმის განხორციელება”
“კვლავ ყურადღება, ყურადღება!
ვფიქრობ ამ “ხელისუფლების” დამცველად არ და ვერ გამოვდგები და თუ ვინმეს თავში ეს აზრი მოუვა შეუძლია “დაახვიოს” ახლავე -ამ წამსვე ფბ სამეგობროდან და საერთოდ სამუდამოდ ჩემგან.
უბრალოდ მე ვთქვი რომ ყველა ინფორმაციას თქვენამდე მოვიტანდი, ჩემთვის მომგებიანი იქნება თუ წამგებინი , რადგან ჩემთვის ერთადერთი პოლიტიკა საქართველოა და სხვა არაფერი და ამ დროს სულელთა აზრი ნაკლებად მაინტერესებს!
ახლა მოგახსენებთ და თქვენამდე მინდა მოვიტანო რა ხდება: ძველ სიბინძურეში უკვე კარგად გამოცდილ და 90-იანებში რუსეთის მსახურ და 1989 წლის 9 აპრილს ქართველების დასახოცად რუსის ჯარის შემომყვან ნუგზარ ფოფხაძის “პარტიულ კარტელს” სურვილი გაუჩნდა სიტუაციის აყირავების და სათავეში მოსვლის და ზოგიერთ სასარგებლო იდიოტთან და ღარიბაშვილის კარტელთან ერთად გადაწყვიტეს “რუსული შავრაზმული” გეგმის განხორციელება, ახლა ვიღაც იკითხავს, ერთნი არ არიანო? და ერთიც წყალს წაუღია და მეორეცო, კი ბატონო თუმცა, როგორც რუსეთში არის განსხვავება პუტინის უკიდურეს შავრაზულ მკვლელ-ძველი კაგებეშნიკების -ეფესბეს ფრთას და სულ ოდნავ განსხვავებულ ფრთას შორის, რომელსაც უკვე პუტინიც ყელში ამოუვიდა და ფაფხურობენ ჩუმად, თავის გადარჩენისთვის თავისი მილიონებით, აი ასე -არის მაინც განსხვავება აქაც.
დაიწყო კლანებს შორის ომი:
ჰოდა, აი ამ უკიდურესად “ძველმა” და ეფესბესთან შეკრულმა ფრთამ 90-იანების გამოცდილებით აქაც გადაწყვიტა ხელისუფლების ცვლილება “მოოპოზიციონერო” და ვითომ ულტრა მოპატრიოტო “პარტიული ლოზუნგებით “ ნუ როგორც სჩვევიათ, ახლა მკითხველი იკითხავს -შეცვალოს ,ჩვენც ხომ ეს გვინდაო?!
კი ბატონო მაგრამ, ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა სისტემის ცვლილებით, სისტემის, სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობით, თორემ მტერს არ ვუსურვებ, ჩათვალეთ რომ პირდაპირ “სირიაში” გააღვიძებენ საქართველოს, ან პატარა გუბერნიად და გუბერნიის ხელმძღვანელად ლამის მარგარიტა სიმონიანს დანიშნავენ, აი იმ სიმონიანს სომხეთში რომ არ უშვებენ თავისი ქვეყნის პატრიოტი სომხები.
ხუმრობა იქით იყოს და ქართველი “სიმონიანიც” მოიძებნება ბლომად.
ახლა ვიღაც იკითხავს, რაღა დროს ნუგზარ ფოფხაძეაო? მასე რომ ვიფიქროთ, რაღა დროს პუტინი და ეფესბეა, როცა გარეთ 21-ე საუკუნეა, 2026 წელია, მაგრამ “ცოცხლები” და “ცოცხალ-მკვდრები”არიან ეს “დედააფეთქებულები,” შემოდგომის ბუზებივით და კედელთან მიმწყვდეული ვირთხებივით.
ახლა უფრო კონკრეტულად: ამ ნუგზარ ფოფხაძე – ღარიბაშვილის კარტელს დაჯგუფება ჰყავს, 90-იანებში ვინც აწარმოებდა არეულობის “ოპერაციას”, მართალია ბევრად სუსტი და დაუძლურებული, გაქუცული და სასარგებლო დუპლეტებისგან და “აგენტებისგან” შემდგარი, მაგრამ ზიანის მოტანა ერთ წვეთ შხამსაც შეუძლია, ხომ ასეა?!
მოკლედ, კლანებს შორის დაპირისპირებაა და მე და თქვენ, არცერთი მოგვწონს და არც მეორე, კი ბატონო ასეა, მაგრამ მაშინ, როცა ოპოზიცია ასეთი სუსტია და ეს ფაქტია-ბევრი მოსყიდული და ფულზე გაგიჟებული, მაშინ ძალიან საშიშია რომ პირდაპირ “ლავროვ-სიმონიანის” ანუ ფოფხაძე-ღარიბაშვილის შავრაზმული ფრთა არ შეგვრჩეს, აი ის ფრთა 90-იანებში პანკისის ხეობაში რომ ცოდვის და სისხლის კალოს ატრიალებდა.
მინდა კარგად და დიდი ყურადღებით გაიაზროთ ჩემმა მეგობრებმა, რაც დავწერე.
მე ვთქვი და როგორც შემიძლია თავი გადავდე, თუმცა არ გეგონოთ რომ დაუცველი ვიყო, არა! და ეს კარგად იცის ამ დაჯგუფების “უფროსმა” ეფესბეს ნ.ფოფხაძემ!
კარგად იცის რასაც ვგულისხმობ, ისიც იცის რომ დედამიწა პატარაა ( დღეს მითუფრო) და საერთოდ “კენჭი” საიდან მოგვხვდება ადამიანებს კაცმა არ იცის!
მე რაც შემეძლო დავწერე!
ამ სისტემაში ჩატარებული არჩევნებით (თუ ჯერ სისტემა არ შეიცვლება), სიფრთხილეა საჭირო, ფრთხილად! ძალიან ცუდიდან, უარესიც არსებობს! ღმერთმანი ვიცი, რასაც ვწერ!
ამიტომ ვამბობ რომ სრულიად სისტემის ცვლაშია ხსნა და ეს ხალხმა უნდა გააკეთოს, რომ სისტემის ცვლილებამ კანონის და სამართლის უზენაესობა მოიტანოს!
მე რაც შემეძლო დავწერე!
გამგებმა უნდა გაიგოს!
ჰო მართლა, ჩემს მიმართ მუქარა, ფურცელზე დაწეროს “ნუგზარ ფოფხაძის კარტელმა” და “როკის გვირაბით” იარონ, სანამ შემთხვევითი ისევ მტრის მიერ “გასროლილი ტყვია” საქართველოს გასანადგურებლად “მოღვაწე” ტვინს არ “გაასხმევინებს” .
და ბოლოს ისევ ჯანსუღით ვიტყვი,რადგან უკეთ ვერ ვიტყვი:
“ უმღერე გულო იმ ძველ ნაპრალებს,
მშობელი მიწის გული გრილია,
ერთი სიცოცხლე რას დაგვაბრალებს,
ასი სიკვდილი გამოგვივლია”
მე კი ვიტყვი მავანის გასაგონად რომ იოლად არ “ვდნები” “პაივცემულებო” საკმაოდ გამძლე ლითონისგან არის ჩემი
ჯიშ-ჯილაგი! ესეც გამგებმა გაიგოს! 2026 წელი 17 სექტემბერი”– წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები