პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებლის თამაზ ელიზბარაშვილის საპროტესტო გზავნილი ციხიდან:
“🛑 ყურადღება! უკანონობა პენიტენციურ დაწესებულებაში — იძულებული ვარ მივმართო უკიდურეს ზომას!
მინდა საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და მედიას ვაცნობო იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რაც ჩემ მიმართ ხორციელდება.
პროკურორის სრულიად უკანონო და უსაფუძვლო დადგენილებით, სრულად გამითიშეს და აკრძალეს ოჯახთან სატელეფონო ზარები!
არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი რეალური არგუმენტი — ეს არის პირდაპირი ბერკეტი ჩემს გატეხვასა და ოჯახზე ზემოქმედებისთვის. კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ელემენტარულ უფლებას მართმევენ ადამიანს, რომელსაც ისედაც შეზღუდული მაქვს თავისუფლება.
📌 კატეგორიულად მოვითხოვ:
დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უკანონობა და თვითნებობა!
გაუქმდეს პროკურორის უკანონო დადგენილება და აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!
თუ ეს უკანონო შეზღუდვა არ მოიხსნება, ამ ოთხშაბათს ვიწყებ შიმშილობას!
ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას!
გთხოვთ გააზიაროთ, რომ ეს ხმა ყველამდე მივიდეს!✊” – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
paraleli แแแแแขแแแ