“შავი აგვისტო” კარსაა მომდგარი – რუსეთი ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს” – ილვესი

1 hour ago 2

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუსეთი ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს.

მობილიზაცია ახლოვდება.

“შავი აგვისტო” კარსაა მომდგარი.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კრემლმა რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან (პირველ რიგში ყაზახეთთან, შედარებით ნაკლებად საქართველოსთან, შესაძლოა აზერბაიჯანთან და სხვებთან) გამართა დახურული კონსულტაციები, რომლებიც 2026 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან შესვლა-გასვლის დროებით შეზღუდვას ეხება.

თავად რუსეთი საზღვრებს არ ჩაკეტავს – ოფიციალურად, ყველაფერი ღია დარჩება. საზღვრის ჩაკეტვას მეზობელი ქვეყნები საკუთარი მხრიდან უზრუნველყოფენ ისეთი მიზეზებით, როგორიცაა: „ტექნიკური პრობლემები“, „გაძლიერებული კონტროლი“, „სამხედრო სწავლებები“ ან „სანიტარული ზომები“.

შედეგად, საჭირო პერიოდის განმავლობაში რუსეთის დატოვება უკიდურესად გართულდება ან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ამ ყველაფრის მიზანია ქვეყნის შიგნით რაიმე მასშტაბური „მოვლენის“ განხორციელება გარე სამყაროსგან მაქსიმალური იზოლაციისა და მოსახლეობის/სპეციალისტების გადინების მინიმუმამდე შემცირების პირობებში.

ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, თუმცა სასაზღვრო რეგიონებში არსებულმა რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ უკვე დაიწყო მინიშნება ლოჯისტიკაში მოსალოდნელ „არასასიამოვნო სიურპრიზებზე“, რომლებიც, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრიდან დაიწყება.”

სრულად წაკითხვა