ფრანგული ყოველკვირეული სატირული გამოცემა "შარლი ებდო" სპეციალური ნომრით გაიხსენებს 10 წლის წინ ახალი ამბების რედაქციაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
“შარლი ებდოს” ახლანდელი რედაქტორი საგანგებო ედიტორიალში წერს, რომ სატირას ერთი უტყუარი თვისება აქვს- ეს არის ოპტიმიზმი, ის ტრაგიკული დღეები რედაქციას სწორედ ოპტიმიზმმა გადაატანინა და დასძენს, რომ “თუ ადამიანებს ეცინებათ, ესე იგი მათ სიცოცხლე სწადიათ.”
2015 წლის 7 იანვარს ჟურნალის რედაქციაში ორი შეიარაღებული ძმა შეიჭრა და მიზანში რედაქციის თანამშრომლები ამოიღო წინასწარმეტყველ მუჰამედის გაქილიკებისთვის. ჟურნალში ათი წლით ადრე მუჰამედის კარიკატურები დაბეჭდეს.
მესამე თავდამსხმელმა პოლიციელი ქალი და ოთხი ებრაელი მძევალი ახლომდებარე სუპერმარკეტში მოკლა.
სამივე თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტტრალა. სწორედ მესამე ბოროტმოქმედმა ვიდეო მესიჯით დაადასტურა, რომ ყველა ეს თავდასხმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან იყო კოორდინირებული.
“შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის გამო, ჟურნალისტებისა და ქვეყანისადმი თანაგრძნობა უამრავმა ადამიანმა გამოხატა. თუმცა, ამ ფაქტმა საფრანგეთში ისლამისტური ძალადობის ახალი ტალღა წამოიწყო.
დღეს ფრანგმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სხვადასხვა ღონისძიებებში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.