შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

1 week ago 6

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველის კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების ჩინოსნები და კერძო პირები.

მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე 12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, ვიზების გაცემა აიკრძლა მათთვის, ვინც პასუხისმგებელი, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს:

„ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებას და მათი ოჯახის წევრებს".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგაც

სრულად წაკითხვა