იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი ტატო ქელბაქიანი საზოგადოებაში, საპროტასტო მოძრაობასთან დაკავშირებით, გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს ეხმაურება:
“სანამ წინააღმდეგობა არსებობს, მანამდე მარცხზე საუბარი როგორ შეიძლება?!
პრობლემებზე კი, უნდა ილაპარაკო, მაგრამ ეს კითხვა პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ყველამ – რა დავაკელით ამ ბრძოლას?
ამიტომ, მე პირადად ვაპირებ გავაგრძელო წინააღმდეგობის გაძლიერება, ახლა ვგეგმავ რიგით 28-ე შაბათის მარშს და კიდევ სხვა სახის აქტივობებს.
შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას დაუჭირეთ მხარი“, – წერს ტატო ქელბაქიანი სოციალურ ქსელში.

4 days ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·