3
მომღერალმა ავთო აბესლამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს: „ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“.
ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას „იმედთან“ ეხმაურება:
„საახალწლო გალა პროგრამა შედგენილია და ავთო აბესლამიძე არ არის და არც ყოფილა მასში წარმოდგენილი. 31 დეკემბრის გალაკონცერტზე შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.