როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ უსაფრთხო კვერცხი, შეიძლება თუ არა ენდროში მოხარშული გაბზარული კვერცხის შენახვა და ფუჭდება თუ არა სააღდგომო კვერცხი? – აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა ისაუბრა:
„კვერცხი ბევრია ბაზარზე, რომელსაც სოფლის კვერცხის სახელწოდებით გვაცნობენ, თუმცა შესაძლოა ის სოფლის სულაც არ იყოს. რა თქმა უნდა რისკის შემცველია, არ ვიცით როგორ პირობებში ინახებოდა, არ აქვს მარკირება. ერთადერთი იდენტიფიკატორი არის ვიზუალი, დაბინძურებული ჰო არ არის, გაბზარული ჰო არ არის და კიდევ არ უნდა იყოს მსუბუქი. მსუბუქი კვერცხი არის გაფუჭებული კვერცხი. ქარხნულ კვერცხებს მარკირება აქვს და უფრო მარტივია გარჩევა. კვერცხი შესაძლოა ოცი დღის განმავლობაში ინახებოდეს ოთახის ტემპერატურის პირობებში. მაცივარში შენახვის დროს კი 30 დღე აქვს ვადა. არ უნდა შევინახოთ მაცივრის კარებთან რომ უჯრაა მანდ, რადგან კარების გაღების დროს ყველაზე ცვალებადი ტემპერატურა მანდ არის. ცოტა ღრმა ადგილას უნდა შევინახოთ სადაც სტაბილური ტემპერატურა იქნება. რაც შეეხება გაბზარულ კვერცხს, რომელშიც ენდრო შევიდა არ არის საფრთხის შემცველი, მაგრამ თავად მნიშვნელოვანია კვერცხი არის თუ არა ჯანსაღი“, – აღნიშნა ირაკლი არაბულმა.