WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა.

სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.