5
ლეიბორიატული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,სვანეთში პედოფილიაში ეჭვმიტანილთა მიერ,მათი უდანაშაულობის შესახებ, ხატზე ფიცის დადების ინფორმაცია მოვისმინე ახლა და გამახსენდა ერთი ისტორია ჩემთან მყოფი უამრავი მოღალატის მოღვაწეობიდან. 2002 წლის ავბედითი თბილისის საკრებულოში არჩევნების წინ მივიღე ინფორმაცია,რომ ჩვენს პარტიულ სიაში მყოფი ქვემო სვანი ბერდია გველებიანი და ჩემი ინიციატვით დალის ანუ აფხაზეთის სვანეთიდან სიაში ჩაწერილი რეზო უმფრიანი მოლაპარაკებაში არიან ხელისუფლებასთან და დეპუტატად კურთხევისთანავე გადავლენ მათ ფრაქციაში. გამიჭირდა დაჯერება, რადგან ვიცი,რომ საქართველოს მთაში ტრადიციულად ამგვარი ქმედებები არ ფასობდა. თუმცა მაინც წავილაპარაკე ვიწრო წრეში რომ ასეთი ინფორმაცია მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს იღება ჩემი კაბინეტის კარი, შემოდიან ეს ამხანაგები და წინ მოუძღვით წმინდა გიორგის ხატი,სანამ გავარკვევდი კონკრეტიკას ერთხმად დაიბუბნეს—წყეულიმც ვიყოთ ბატონო შალვა თუ გიღალატოთ. ნუ მოკლედ ჩატარდა არჩევნები და პირველსავე ღამეს, მამლის ყივილამდე გამყიდეს გადავიდნენ სააკაშვილის დაჯგუფებაში. როდესაც ხატი უკან გავუგზავნე და შევახსენე დადებული აღთქმის თაობაზე,პასუხი იყო მოკლე და ღრმაშინაარსიანი—მაგ ფიცს ბატონო შალვა არჩევნებამდე ჰქონდა ძალაო. მოკლედ უზნეობით საქართელოს ყველა კუთხე თითქმის თანაბრად დაავადებულია,ხოლო სვანებს რომლებიც მე ძალიან მიყვარს მინდა შევახსენო–ნუ გადაიქცევით ქართული ოცნების დამრტყმელ ძალად,განერიდეთ ეშმაკებს,რომლებიც მათ შორის თქვენს გარემოცვაში არიან ჩაბუდებულნი.”

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·