ქართველი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში "ფეისბუქზე" სიმღერას აქვეყნებს, რომელიც უკრაინას მიუძღვნა.
"უკრაინა, უკრაინა, ტკბილო უკრაინა
სიმღერა
მახსოვს ქართველი პოეტი,
ორმოცი წლის წინათ
ის მღეროდა:
„უკრაინა, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!“
მახსოვს, უკრაინელ სტუმრებს
როგორ მოელხინა,
რადგან გარეთ გაისმოდა,
რასაც შინ ეძინა,
„უკრაინა, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!“
მაგრამ გატყდა ცაზე ელვა,
მეხმა დაიგრგვინა,
მაღლა დარი,
ქვემოთ წვიმა,
სისხლის,
ცეცხლის წვიმა,
უკრაინამ გაიღვიძა,
ძილი მოიწყინა,
ხალხები დედამიწისა
მიეგებნენ წინა:
შენ პირველი ვარსკვლავი ხარ,
სხვა ვარსკვლავთა შინა,
ის აღარ ხარ, რაც იყავი,
საუკუნეთ წინა,
ყველას მაგიერ შენ იბრძვი,
ღმერთმა გაგაბრწყინა,
შენ ყველას გვათავისუფლებ,
ყველას უკრაინა!
უკრაინა, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!" - წერს ბესიკ ხარანაული.