“შენ ხარ მკვლელი დედაკაცი, გაყიდული, მონა” – მოსამართლემ ჩიკვაიძე საკუთარი პროცესიდან გააძევა

4 days ago 5

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში – ეტლით მიყვანილი გიორგი ჩიკვაიძე, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ საკუთარი პროცესიდან გააძევა.

ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა:

“30 ვერცხლად გაყიდული, შენ ხარ მკვლელი დედაკაცი, მურუსიძის მონა შენ ხარ, იუდა”

მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი ჩიკვაიძის დედის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბრალდებულის დედამ მოსამართლეს „მონა“ და „იუდა“ უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ისიც გააძევა სასამართლო დარბაზიდან.

პროცესზე გიორგი ჩიკვაიძემ დაიწყო მოყოლა, რომ მასთან ციხეში ე.წ. ფსიქოლოგები ივანიშვილის დავალებით შევიდნენ, რათა მისგან “აღიარებითი ჩვენება” მიეღოთ და ხელი ამერიკის საელჩოსკენ გაეშვირა.

პროკურორმა ჩიკვაიძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, საბოლოოდ კი მოსამართლე კელენჯერიძემ ბრალდებული ბიზნესმენი სხდომიდან გააძევა.

შიმშილობის მე-19 დღეს შემოვიდნენ ფსიქოლოგები, მთ გადმომცეს ივანიშვილის შემონათვალი, რაც მდგომარეობდა იმაში,რ ომ უნდა მემხილებინა ამერიკის საელჩო, რომ თითქოს ისინი მავალებდნენ აქციების ორგანიზებას და არაკანონეირ ქმედებებს. და მეორე, მითხრეს – ახლა ხომ იცი რომ ჩვენს ხელში ხარ და მთხოვდნენ აღიარებას იმდ ანაშაულის რომელიც არ ჩამიდენია და გადაკერილი საქმე, რომელსაც თქვენ ასე უტიფრად იძიებთ, სამოქალაქო საქმეს იძებთ სისხლის სამართალში… 30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს მე არ მოვუხდი”, – განაცხადა ჩიკვაიძემ სხდომაზე.  

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა

ეს არის ჩიკვაიძის პირველი გამოჩენა საჯაროდ, მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ხელბორკილები პირდაპირ საამართლოში დაადეს და ციხეში გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა