წაკითხვა: 2
თაკო ჩარკვიანი მომღერალ ირმა სოხაძეს მიმართავს, რომელიც “ქართულ ოცნებას” გაემიჯნა და მისი მხარდამჭერი აღარ არის მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანები სცემეს.
“ვახ !”გუშინწინ” რომ ღიად “აპრავებდი”, თვალების დათხრასაც გამართლებას უძებნიდი, ყველაზე რადიკალური (რუსეთის მომხრე) ტვ ეთერში იჯექი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილსაც რომ “აპრავებდი”, გავრილოვის შემოყვანას პარლამენტში და პატრიოტების დარბევას სიჩუმით და “კმაყოფილად” ხვდებოდი.
ტვ. “ეთერებში”დებატებში რომ გაწიწმატებული “რუს” – ვითომ “ ძველ ბიჭებთან” ერთად ახლობლებს და ნაცნობებს ლანძღავდი ამ “ოცნების” ხელისუფლების გამო, “რას ჰქვია რუსეთი ვის უნდა ცილს რატომ სწამებ ამ ხელისუფლებასო?!
შემდეგ პოსტივის წამყვანი რომ იყავი წლები, მერე რომ გამოგიშვეს, ოღონდ მანამდე შეგეძლო პირდაპირ ღია ეთერში (შენს ღია ეთერში სადაც იჯექი) დაგეგმო და გამოგეყენებინა ეგ შენივე პირდაპირი ეთერი ერთხელ მაინც სიმართლისთვის, მაგრამ არა “კმაყოფილი კონფორმისტი თუ “კმაყოფილი ქოცი” იჯექი და “ტაშფანდურობდი”, ზუსტად იმ დროს, გარეთ რომ თვალებს თხრიდა ეს ხელისუფლება და თავებს უჩეხავდა ხალხს, ზუსტად ასე უჩეხავდა მაშინ, როგორც ახლა და აეროპორტში შენს მეგობარ ოჯახს თავდასხმას უწყობდნენ და ერთ კაცს და ორ ქალს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ვითომ მოძველბიჭო “ტიტუშკებით” ოპოზიციაში ყოფნის გამო, აი იმ მეგობარ ოჯახს, ვისთანაც, როგორც იტყვიან “პური გაგიტეხია” და ამ დროს შენ რომ კახი კალაძესავით იძახდი -“ ასეა, რასაც დასთეს იმას მოიმკიო”
კი ბატონო (ახლა უფრო დიდი რაოდენობის ჩეხვა და დაპატიმრებებია რუსთაველზე და ახლა დაინახე ეს უბედურება ამ გარეწარი ხელისუფლების მიერ ჩადენილი?) კარგი -კი ბატონო მიხარია ახლა მაინც თუ დაინახე ეს უბედურება და კატასტროფა, რაც ქვეყანაში ხდება …..
ახლა კარგია, რომ “გამოფხიზლდი”კი ბატონო, მაგრამ ცოტა რიდით რა შე “განახლებულად ამღერებულო”, ცოტა მორიდებით რააა, ასე უტიფრად ნუ ატენი ხალხს ამ შენს “გმირულ სიახლეს”.
“იმღერე” ისევ, “იმღერე” კი ბატონო , ოღონდ ცოტა განახლებულად “მეგობარო” , ეგ ხომ “ძველია”?!
მართლა რა გენიოსი იყო ეს პოლიკარპე კაკაბაძე, საუკუნეებს გაუძლო “ყვარყვარემ”!!!
P.S. – ისე, ერთი კი ნაღდად მიხარია, რადგან შენ “გამოფხიზლდი” და ხალხის მხარეს გადმოხვედი, ესეიგი ეს ჯოჯოხეთად ქცეული ხელისუფლება ნაღდად აგებს და წავა უთუოდ. შენ ხომ “წაგება მოგების” მიხედვით მოქმედებ მუდამ! ასე რომ ….კარგია”– წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს