WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

შენი პირველი პროფესიული ნაბიჯები, შეგიძლია სწორედ თიბისიში გადადგა.

თუ ეძებ შესაძლებლობას, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს, ახლა საუკეთესო დროა, თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირებისპროგრამას შემოუერთდე.

თიბისიში იმუშავებ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, რეგიონის ლიდერ კომპანიაში, ჩაერთვები რეალურ პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და იმ გამოცდილებას მიიღებ, რომელიც კარიერის დასაწყისშივე შენი მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება.

პროგრამის კურსდამთავრებულთა 70% კარიერას თიბისიში აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ სტაჟირება შეიძლება შენთვის მხოლოდ პირველი პროფესიული გამოცდილება კი არა, თიბისის გუნდის წევრობის დასაწყისიც გახდეს.

თუ ხარ მე-3 ანმე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხარ მიზანსწრაფული, გამბედავი და ახალი შესაძლებლობებისთვის ღია – გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დარეგისტრირდითიბისისსტაჟირებისპროგრამაზე.

თიბისიში შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი არაერთი მიმართულება დაგხვდება:

  • საინვესტიციოსაბანკობიზნესი – TBC Capital;
  • AI ინჟინერია;
  • კორპორატიულიბიზნესისმართვა;
  • Concept, WM დამცირედასაშუალობიზნესებისფინანსებისმართვა;
  • ადამიანურიკაპიტალისმართვა;
  • ბრენდისგამოცდილებადამარკეტინგი;
  • იურიდიულიმიმართულება;
  • გარემოსდაცვის, სოციალურიდამმართველობისსაკითხები – ESG;
  • სამშენებლორისკებისპრევენციადაკონტროლი – Construction, CB;

შენ ჩაერთვები6-12-თვიანანაზღაურებადი სტაჟირები სპროგრამაში, რომელიც შენს განვითარებაზეა მორგებული.

სტაჟირების პერიოდში გექნება უნივერსიტეტთან შეთავსებადი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, იმუშავებ წამყვან პროფესიონალებთან და გეყოლება მენტორი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში დაგეხმარება, გაგიზიარებს გამოცდილებას და იზრუნებს შენს პროფესიულ განვითარებაზე.

ეს მხოლოდ პირველი სამუშაო გამოცდილება არ არის – ეს შესაძლებლობაა, გამოსცადო საკუთარი უნარები, გაიცნო პროფესიული გარემოდა გადადგა პირველი ნაბიჯი კარიერისკენ, რომელიც თავად გინდა შექმნა.

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.

თუ კითხვები გაქვს, მოგვწერე: [email protected]

დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე კარიერა თიბისიში.

მთავარია გჯეროდეს შენი პირველი ნაბიჯის.

(R)