„შესაძლოა, მას (პუტინს) ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს, უბრალოდ ჩემთან დროის გაყვანას ცდილობს“ – ტრამპი

7 hours ago 3
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეს:

ტრამპი: „პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო რაიონებზე, ქალაქებსა და სოფლებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს, უბრალოდ ჩემთან დროის გაყვანას ცდილობს და მასთან სხვა გზით მოპყრობაა საჭირო – “საბანკო გზებით” ან “მეორადი სანქციებით”? ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება!!!“

ზელენსკი:„კარგი შეხვედრა გვქონდა – პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შევძელით.

ვიმედოვნებ, რომ ის ყველაფერი, რაც გაჟღერდა შედეგს გამოიღებს – ჩვენი ხალხის დაცვა, ცეცხლის სრული შეწყვეტა, საიმედო და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომი არ განმეორდეს.

ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ მივალთ საერთო შედეგებამდე.“

სრულად წაკითხვა