26 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ ვასილ ბერიძეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს 28 ივლისს 5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის შუამდგომლობა, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობას მოითხოვდა.
ბერიძეს ადმინისტაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ - 166-ე მუხლის პირველ ნაწილზე (წვრილმანი ხულიგნობა) საქმის წარმოება შეწყდა და ის სამართალდამრღვევად ცნეს 173- მუხლით, რაც სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საკრებულოსთან სხვა დაკავებულების საქმის განხილვა.
დაკავებულები ორ ჯგუფად დაჰყვეს და მათ საქმეებს ორი მოსამართლე განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის პარალელურად ხმაური იყო, მანდატურებმა სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილს დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს - სხდომათა დარბაზის ზომის სიმცირისა და დამსწრეთა სიმრავლის გამო.
აქტივისტების გულშემატკივებს სასამართლოს შენობა იძულებით დაატოვებინეს.
რა მოხდა საკრებულოსთან თავიუსფლების მოედანზე
თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".
თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირათ, რის შემდეგაც, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
გუშინ, 27 ივლისს იმავე ადგილას, იგივე შინაარსის პლაკატის გამო პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი. მას საკრებულოსთან წინა დღით დაკავებულთასოლიდარობის მიზნით, ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „ბიძინა *ლე? - კი; არა“.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·