"შეუძლიათ დატკბობა სანახაობით, რომლითაც ქართული რაგბი განებივრებული არაა" - "შავი ლომის" ლიდერი

1 day ago 4

2025 წლის პირველ სარაგბო ზეიმში, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ "ბაიონას" 11 იანვარს, 19:15 საათზე "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ცენტურიონი ბორჯღალოსანი შალვა მამუკაშვილი იმედოვნებს, რომ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდება, რაც მათ ფლეი ოფში პირველად გასვლის შესაძლებლობას მისცემს:

"ბაიონა საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ში მე-4 ადგილზეა. მათ მრავლად ყავთ ყოფილი სანაკრებო, ძალიან გამოცდილი მოთამაშეები. ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარი შეგვხვდება. ‘ბაიონას’ პირველი და მეორე შემადგენლობა დიდად არ განხსვავდება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა გუნდით ჩამოვლენ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე თამაში გვექნება"

"მაგრამ ამ შეხვედრაში გამარჯვებით გვაქვს შანსი პირველად გავიდეთ ფლეი ოფში და ამაში, მწვრთნელებისა და მოთამაშეების ძალისხმევასთან ერთად, ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც შანსი აქვს გვიგულშემატკივროს და დატკბეს ისეთი სარაგბო სანახაობით, რომლის მსგავსითაც ქართული რაგბი განებივრებული არ არის" - ამბობს მამუკაშვილი რაგბის პრეს-სამსახურთან.

სრულად წაკითხვა