WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

თხპ-ს ლიდერი, იაგო ხვიჩია, ტელეკომპანია ფორმულასთან, ჟურნალოსტ გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში, ამბობს, რომ 2025 წლის დეკემბერს შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ორჯერ შეხვდა, მეორედ ონლაინ.

გიორგი თარგამაძე:

-ზოგადად, პოლიტიკური კულუარების შესახებ ყველა ინფორმაცია საჯაროდ არ გამოდის ხოლმე, დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ასე ხდება. ​თუმცა ეს ხდება იქ, სადაც პოლიტიკური პროცესი მიდის. პოლიტიკური კულუარების არსებობასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი, როდესაც ის ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესის განვითარებას. მთავარი პრეტენზია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით აქვს არა მარტო პოლიტიკურ კლასს, არამედ ბევრს, ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, არის ის, რომ ის პოლიტიკურ პროცესს კლავს თანმიმდევრულად, საკმაოდ სისტემურად და სპობს ყველა წინაპირობას პოლიტიკური კონკურენციის — ინსტიტუციურ დონეზეც და სხვა ტიპის მეთოდების გამოყენებითაც. ​რა მიზანი ჰქონდა თქვენს შეხვედრას? ან რა შედეგი დადგა იმ თვალსაზრისით, რომ ამ მხრივ რაიმე უფრო იმედიანი განწყობა გამოგეტანათ იქიდან? რადგან არა მგონია თქვენს მიზანს და ამოცანას წარმოადგენდეს კოლექციონირება თუნდაც ამ ქვეყნის პოლიტიკაში ისეთი გავლენიანი ფიგურებთან შეხვედრის, როგორიც არის ივანიშვილი.

იაგო ხვიჩია:

– ამ შეხვედრებიდან რომ რამე კონკრეტული შედეგით გამოვსულიყავით, რაზედაც შევთანხმდით და რაზედაც ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, ძაან ბედნიერი ვიქნებოდი. ამას როგორ დამალავდი. მე ძალიან მინდა, რომ ქვეყნის ეს უპატრონო ქონება სწრაფად და ეფექტურად და თანაბრად და უსასყიდლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გადავანაწილოთ. აი, წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ჩემი თანამოაზრე, ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში. მე ვიპოვიდი უკეთეს თანამოაზრეს?

​ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი გვაქვს: ნარკოპოლიტიკით დაწყებული, სხვადასხვა სხვადასხვა თემით, რომელიც ჩვენ ძაან გვაინტერესებს. მაგრამ რა ეტყობა თუნდაც ნარკოპოლიტიკას, ან რაღაცას, რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდით და რაღაცა კარგი კეთდება?

​​გიორგი თარგამაძე:

– აი, იყო თუ არა რაიმე მინიშნება მისი მხრიდან, თუნდაც შედარებითი პოლიტიკური სტაბილიზაციის და იმ რესურსის გამოყენების, რომელიც შეიძლება თქვენ ჰქონდეთ დანარჩენ ოპოზიციასთან კომუნიკაციის ნაწილში? მათ შორის თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან? ამ მხრივ მე მახსოვს, რომ შედარებით უფრო ინტენსიური ურთიერთობა იყო, თქვენ შეხვდით კიდეც ციხეში მას და ასე შემდეგ. და მისი მხრიდანაც არ ყოფილა ესე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური განწყობა. შეხვედრას ნაწილობრივ მაინც თუ ჰქონდა ეს მიზანი, ან თავად ივანიშვილს… რომ აი, მაგალითად, როდესაც თქვენ გაკრიტიკებენ, უფრო ნეგატიურ კონტექსტში ისმის ასეთი ფრაზა, რომ გარკვეული ხიდი შეიძლებ იყოთ, დავუშვათ, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის? პოზიტიურ კონტექსტში იმ მომენტისთვის თუ იყო იმის მცდელობა, ან თუ რაიმე სიგნალი თუ მიიღეთ ივანიშვილისგან, რომ თუნდაც თქვენი მეშვეობით პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციისკენ რაღაცა ნაბიჯების გადასადგმელად მზაობა დაგენახათ?

იაგო ხვიჩია:

– ამაზე არ ყოფილა საუბარი ზოგადად. არც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენს ხედვასთან და შუამავლობასთან საუბარი არ ყოფილა. პირიქით, მე აგერ საჯაროდ ვცხადებდი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ამ ორი – ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის – შერიგებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯში მონაწილეობა. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია მაინც გამოწვეულია იმითი, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული.

​ჩვენს შეხვედრაშიც, დაწყებამდე იგულისხმებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ის ურთიერთობა გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან, რაც გააჩნია. და მე არ ვიყავი იქ იმისთვის, რომ ჭკუა დამერიგებინა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ «აი, ეს ჯობია, ის ჯობია». ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი.

​მე მართლა გასაცნობად და რაღაცეებზე დასალაპარაკებლად მივედი, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო. თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს თვითონ მოუნდება მსგავს საკითხებში ჩვენი რაიმე ფორმით ჩარევა, ჩვენთან საუბარი ან დისკუსია და სტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე რაიმე დაყოლიება მოხდება, მე როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყო?

​მაგრამ ამას არ ეხებოდა ჩვენი საუბარი. მეც არ ვიყავი იმ განწყობით იქ, რომ შენიშვნები მიმეცა და გვეთქვა, იცით: «ამას რატომ აკეთებთ, სრულად რატომ აკეთებთ, ამას ასე ჯობია, ისე ჯობია». უბრალოდ ერთმანეთის აზროვნებას და დასაბუთებას ვუსმენდით იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ნათელია, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ. ახლა ბუნებრივია, რომ ეს საუბარი პოლიტიკური საუბარია თავისი შინაარსით და მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ჩაის დასალევად ვიყავით და და ფეხბურთზე სალაპარაკოდ…  უბრალოდ მე ამ საუბრის შინაარსის გარეთ გამოტანას არ ვაპირებ.“

​​გიორგი თარგამაძე:

-კი ბატონო, შინაარსს ნუ გამოიტანთ, მაგრამ სულისკვეთებასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ —  2025 წლის დეკემბერია, როგორც აღნიშნავთ. ანუ მანამდე: რუსული კანონები, გადაწყვეტილებები, ქუჩაში დარბევა, ხალხის ცემა, გამოტენილი ციხე პატიმრებით, დასავლეთთან უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობა… უკვე ღია კამპანიის დაწყება რუსეთთან და სხვა …  კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის სურვილის გამოხატვა? თუკი საუბარია განადგურებაზე, პარტიების აკრძალვაზე და ასე შემდეგ… მათ შორის იგივე „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი, რანაირად შეიძლება  მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის, რაიმე პოზიტიურ შედეგს მოიტანს ოდესმე? მათ შორის თუნდაც თქვენთან.

იაგო ხვიჩია:

-აი წარმოიდგინეთ, ხვდებით ადამიანს, იცით ის ვინც არის ამ შემთხვევაში და ერთი… ერთი შანსი გაქვთ, რომ რაღაცა ერთ თემაზე გააკეთოთ დისკუსია, რა… რაღაცაში შეხვიდეთ.

​თქვენ აირჩევდით ამ შემთხვევაში დისკუსიის სალაპარაკო ფორმატად იმას, რომ «აი თქვენ დემოკრატიას ამას უშვებით, თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ამას უშვებით, თქვენ დასავლეთთან დაკავშირებით ასე…» აი, ან ერთი ეს გზა უნდა აირჩიო, სადაც უბრალოდ ჩაიკეტება ეს დისკუსია და უბრალოდ ვერ გაგრძელდება, და მეორე — ის საკითხები, რომელზეც ყველამ იცის, რომ შენ 10 წლის განმავლობაში მუშაობ.

​ხოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ მეორე, რომელიც გითხარით და არა ის, რომ რაღაცნაირად თითქოს…  ჭკუის დამრიგებლებივით ვიყავით და გვეთქვა, რომ «აი რა ცუდია, რომ თქვენ  დემოკრატია ასეთი გაქვთ…»

გიორგი თარგამაძე:

– შეიძლება ამაზე არ ისაუბრეთ, მაგრამ რა გამოსავალს ხედავს ის ადამიანი თვითონ ამ კრიზისისგან, რომლის არსებობაც…

იაგო ხვიჩია:

-კრიზისი… გააჩნია,  იქითა მხრიდან შეიძლება სულ არ ჩანდეს ეს კრიზისი.

წამყვანი:

– არ აღიქვამს არსებულ სიტუაციას კრიზისად? მე უბრალოდ ვცდილობ გავიგო, რამდენად ადეკვატურია მისი წარმოდგენები და შეფასებები არსებული ვითარების და მისი მდგომარეობის.

იაგო ხვიჩია:

– არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რა საკვირველია, ჩვენი აზრები განსხვავდება, მაგრამ ზოგადად თქვენ რომ კითხულობთ ბიძინა ივანიშვილზე, ჩემი შთაბეჭდილებით, რაც მე მას შევხვდი და ვიცნობდი და გავეცანი, არის ძალიან ჭკვიანი და ადეკვატური ადამიანი. და ხმები იმის შესახებ, რომ აი, რაღაცა… ბევრი დაცინვები და ისინი იყო, მოგეხსენებათ, მათ შორის ოპოზიციისგან. ეს ყველაფერი ტყუილია, ჩემი აზრით. ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, როგორც გონიერ ადამიანს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ჩვენს ამოცანას, მაგრამ შეცდომა იქნება და შეცდომა იყო ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ის ნარატივი, რომლითაც ოპოზიცია თავის ამომრჩეველს ატყუებდა, რომ თითქოს გიჟები არიან და მეორე მხარეს ასე თუ ისე ჭკვიანი ხალხია წინააღმდეგი. ეს ნამდვილად მცდარია, ეს შემიძლია გითხრათ.

​​გიორგი თარგამაძე:

– ანუ თქვენ ვერ ხედავთ რაიმე პროგრესს იქ დაყენებულ საკითხებთან მიმართებაში ივანიშვილის მხრიდან ნაბიჯების გადმოდგმის? რა აზრი აქვს მაშინ ამ კომუნიკაციის გაგრძელებას, თუ უბრალოდ თქვენც ცდილობთ პიროვნული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ იმისთვის, რომ ამაზე რაღაცა ნდობა დაშენდეს და ამ ნდობას მოჰყვეს მერე რაღაცა ტიპის პოლიტიკურ თემებზეც წასვლა? შეყვარებულები ხომ არ ხართ? პოლიტიკური ფიგურები ხართ, ის ადამიანი ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი არის, თქვენ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, ცხადია, გაქვთ პოლიტიკური მიზნები… აი, ამ პოლიტიკურ მიზნებში, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, რა ამოცანა გაქვთ ამ ტიპის კომუნიკაციის ივანიშვილთან?

იაგო ხვიჩია:

– ჩვენ მიგვაჩნია მთავარი არის პროცესი. იმიტომ, რომ პოლიტიკურ პროცესში ვიყოთ რეალურ პოლიტიკურ მოთამაშეებთან. ბიძინა ივანიშვილი რომ ნამდვილად რეალური პოლიტიკური მოთამაშეა, მგონი ყველასთვის გასაგებია.

​ჩვენ არ ვიცით, სადამდე მიიყვანს ეს კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში – ბატონმა ბიძინამ რომ თქვას, რომ «აი, იცი რა, დღეს მინდა თქვენთან შეხვედრა, მოდით ჩემთან, დაველაპარაკოთ რაღაცას» — ჩვენ მზად ვართ მივიდეთ. არანაირი პრობლემა არ გვაქვს,