შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, – განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.