ამას შედეგად კი აცდენლი არგუმენტებით დაპირისპირება მოყვება
ევროპა არის განვითარება, და დემოკრატია, მაღალი ხელფასები და პენსია, მშვიდი სიბერე, რუსეთი კი არის ბოროტება, სიბნელე, დიქტატურა, როგორ შეიძლება რუსეთი გერჩივნოთ დასავლეთს?! – ეკითხებიან პათეტიკურად ჩვენი ბაბლის წარმომადგენლები, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას და მათ მომხრეებს.
სინამდვილეში რუსეთი რაიმეთი ჯობია ევროპასო ამას არათუ “ოცნება”, არამედ “ალტ-ინფოც” კი არ ამბობს. ორი დღეა ფეისბუკზე გაკვირვებული აზიარებენ ზაზა შათირიშვილის რომელიღაც ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში ყველას ომი უნდაო და გონიათ, ზაზა რაიმეს იმის საწინააღმდეგოს ამბობს, რასაც სახელისუფლებო პროპაგანდა.
სინამდვილეში სახელისუფლებო პროპაგანდა იმას კი არ აწვება, რომ ევროპა ცუდია და რუსეთი კარგი და კეთილი. სინამდვილეში მათი პროპაგანდა სწორედ იმაზე დგას, რომ რუსეთი არის არის ბოროტი და ბრუტალური ძალა და სწორედ ამიტომ უნდა დავუწვეთ, მის წინააღმდეგ არ წავიდეთ და შევეტენოთ, რომ არ გაგვანადგუროს, თავს არ დაგვსხას.
ისინი ხალხს ეუბნებიან: რუსეთი არის იმპერია და ის არ დაუშვებს, რომ მის მეზობლად ამერიკა და ნატო გაბატონდეს, ამიტომ დედას გვიტირებს, თუ დასავლეთზე უარს არ ვიტყვით,
მოეწონებოდა ამერიკას მექსიკაში რომ რუსეთის ბაზები განლაგებულიყო?
თქვენ კი ამის საპასუხოდ ეუბნებით: ევროპაში კარგი პენსიებია, მშვიდი სიბერეაო.