შეცვლისას გაბრაზებული კვარაცხელია – რა შეფასება მიიღო 10 ქულიდან ხვიჩამ სუპერთასის ფინალში ?

1 week ago 13

პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა ტოტენჰემის წინააღმდეგ მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

ლუის ენრიკემ კვარაცხელია ფაბიან რუისით ჩაანაცვლა და ცვლილებისას კვარაცხელია საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ჩანდა.

კვარაცხელია მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდა და ბურთი 7-ჯერ დაკარგა. ხვიჩამ კარისკენ პირველ ტაიმში დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი იყო.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, მარცხენა ფლანგზე კი ენრიკემ ბრედლი ბარკოლა დააყენა.

ანალიტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6..4 ქულით შეაფასა.

Post Views: 2,531

სრულად წაკითხვა