12
შეწყალებულთა შორისაა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული სიმონ მახარაძე. ინფორმაცის მახარაძის ოჯახის წევრი ავრცელებს.
„ჩემი ბიძაშვილი შეიწყალეს, 4 ოქტომბრის თემაზე სიმონ მახარაძე თავისუფალია, ახლა დამირეკა სიმონმა..“ – წერს სოციალურ ქსელში დავით მახარაძე.
სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი ჰქონდა მისჯილი.
დღეს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
საერთაშიროსო alia.ge