1
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია:
“სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია.
ქვეყანის კონსტიტუციის მთავარი დამრღვევის ეს განცხადება, თვითლუსტრაციის კლასიკური ნიმუშია, რომელიც პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს მერიის თანამშრომლების მიმართ.
ასევე, მისი ეს მავნებლური საჯარო განცხადება, პირდაპირი სიგნალია სხვა საჯარო მოხელეებისთვის.
მოვუწოდებთ ქალაქის მერს:
– შეწყვიტოს თანამშრომლების ზეწოლა და დაშინება
-სასწრაფოდ შეაჩეროს კონკრეტული ნიშნით დაწყებული რეორგანიზაცია
მივმართავ მერიის თანამშრომლებს, გვერდით დაუდგნენ თანშრომლებს. ყველას ვერ გაგიშვებენ.
მივმართავ სახალხო დამცველს, დროულად დაიწყოს პროცესის შესწავლა/მონიტორინგი და დროულად გააკეთოს საჯარო განცხადება”