1
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკი