ხუთი ადამიანი დაჭრეს სროლისას შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში.
4 თებერვლის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს ფართო ოპერაცია მომხდარის გამო. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, არ მივიდნენ სკოლის არეალში. “სკოლაში იყო სროლა. ოთხი ადამიანი დაჭრეს. არ არის ცხადია, რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ოპერაცია გრძელდება,” - განაცხადა პოლიციამ მომხდარის შემდეგ და მალევე დასძინა, რომ დაჭრილების რიცხვი ერთით გაიზარდა.
მედიის ცნობით, არეალში, სადაც სროლა იყო, რამდენიმე სკოლაა. ერთ-ერთი მათგანის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის მანქანები.