WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2026 წლის პირველ რვა თვეში შვეიცარიის მყინვარების მოცულობა 5,5 პროცენტით შემცირდა იმ რეკორდული სიცხის ფონზე, რომელიც ამ ზაფხულში აღინიშნა ევროპაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა, წერს The Guardian-ი შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელისა და შვეიცარიის კრიოსფეროზე დაკვირვების კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტის თანახმად, წელს ცალკეული მყინვარების საშუალო სისქე 2,5-4 მეტრით შემცირდა. აღინიშნება, რომ წელს ევროპაში მყინვარების „კოლოსალური“ დნობა გამოიწვია რეკორდულმა სიცხემ, რომელსაც წინ უძღოდა მცირეთოვლიანი ზამთარი.

როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, ევროპაში ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. შვეიცარიის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს ანალიზის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდი ყველაზე ცხელი და მშრალი იყო დაკვირვებათა მთელი ისტორიის განმავლობაში, 1864 წლიდან მოყოლებული.