
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც მას ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.
გელაძის ვიზიტს წინ უძღოდა ბენ-გვირის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც აგვისტოში გაიმართა და რომლის დროსაც იგი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და გელაძეს შეხვდა.
„ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს. „საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას“.
This post is also available in: English
Read Next
18/10/2025 - 12:51
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა
17/10/2025 - 14:22
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ცხრა პირი დააკავეს
16/10/2025 - 15:04
შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გზის გადაკეტვისთვის“ დააჯარიმა
10/10/2025 - 18:07
ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს
10/10/2025 - 16:05
თბილისში პოლონელ მესაზღვრეებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს
10/10/2025 - 12:24