შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ფორმულასთან“ 3-წლიანი დავა წააგო

1 week ago 5

"ფორმულა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ფორმულასთან" 3-წლიანი დავა წააგო:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ფორმულასთან" 3-წლიანი დავა წააგო. საქმე ეხებოდა სიუჟეტების ციკლს, რომელიც პოლიციას პროსტიტუციის ბიზნესში მონაწილეობაში ამხელდა. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურებოდა

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ "შაბათის ფორმულას" პოლიციელის, გ.ღ-ს სახელით სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში დაიბარეს "შაბათის ფორმულას" ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც სასამართლოს საქმის გარშემო დეტალური ჩვენება მისცა, მათ შორის აღუწერა სიუჟეტის გაკეთების პროცესიც

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ გამოიტანა" - წერს "ფორმულა".

სრულად წაკითხვა